ტრენინგის მეოთხე დღე დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის განხილვით. ამის შემდეგ გადავედით იმ აუცილებელი და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაზე ,რაც დაგვეხმარება შემდეგი დავალების სრულყოფილად შესრულებაში.
შევქმენით პროექტის პორტფოლიო. ბატონმა დავითმა აგვიხსნა თუ რისთვის დაგვჭირდებოდა ეს საქაღალდე მომავალში.
ტრენინგი დღითიდე უფრო საინტერესო ხდება, თუმცა ვხვდები რომ წინ ბევრი სამუშაო გველოდება. ჩემთვის ძალიან საინტერესოა ეს ტრენინგი და მომდევნო დღეს დიდი ინტერესით ველოდები,რადგან ვიცი საბოლოო ჯამში მივიღებ ისეთ გამოცდილებას,რომელიც საშუალებას მომცემს საგაკვეთილო პროცესში შევიტანო სიახლეები და უფრო საინტერესო გავხადო ის.
Комментариев нет:
Отправить комментарий