რეფლექსია - მეშვიდე დღე.
დღევანდელი დღეც წინა დღეების მსგავსად ნაყოფიერი აღმოჩნდა. განვიხილეთ სახლში შესრულებული დავალებები. წარმოვადგინე დაგეგმილი პროექტის ჩემს მიერ შექმნილი ბუკლეტი. თითქმის დავასრულეთ დავალებები, მცირე დეტალებიღა დაგვრჩა. მიხარია რომ თავი კარგად გავართვი ყველა დავალებას, ეს ბატონი დავითის დამსახურებაა რადგან დეტალურად და ამომწურავად გვიხსნის ყველაფერს რაც საჭიროა პროექტზე მუშაობისათვის.
დღეს დავასრულეთ გეგმაზე მუშაობა ,შევქმენით პროექტის პორტფოლიო და ვისწავლეთ ბლოგზე მისი გამოქვეყნება. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვფლობ კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს , ამ პროექტმა ბევრი ახალი და სასარგებლო ცოდნა და გამოცდილება შემძინა.
Комментариев нет:
Отправить комментарий