пятница, 8 мая 2015 г.

მეცხრე დღე   
  დასრულდა ჩვენი ტრენინგი, რომელიც მეტად საინტერესო და სასარგებლო იყო თითოეული ჩვენგანისათვის. გავეცანით ბევრ სიახლეს, მე პირადად კარგი გამოცდილება შევიძინე რომელსაც შემდგომში აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში. შევეცადე პორტფოლიო სრულყოფილი გამოსულიყო. დიდი გულისყურით მოვეკიდე მოცემულ დავალებებს, მაქსიმალურად შევეცადე დამეკმაყოფილებინა ყველა მოთხოვნა, რასაც ტრენინგი ითვალისწინებდა. ველოდები საბოლოოდ როგორ შეფასებას დავიმსახურებ. 
  რაც შეეხება ჩვენს ტრენერს ბატონ დათოს, მინდა მას უღრმესი მადლობა გადავუხადო გულისხმიერი მუშაობისათვის. ის ძალიან კარგი ტრენერია და ყოველთვის დიდი გულისყურით ეკიდებოდა  საქმეს,ყოველ ტრენინგზე ცდილობდა მაქსიმალურად გამოეყენებია დრო და რაც შეიძლება ბევრი სიახლე მიგვეღო.იმდენად საინტერესო ტრენინგი იყო , გულიც კი მწყდება რომ დავამთავრეთ. მომავალშიც სიამოვნებით დავესწრებოდი მსგავსი ტიპის  ტრენინგებს.

среда, 6 мая 2015 г.

რეფლექსია მერვე დღე.

    ერთი დღე და დამთავრდება ჩვენი ტრენინგი. თავიდან მეგონა რომ ცხრა დღე ბევრი იყო და როდის დასრულდებოდა,მაგრამ ისე საინტერესოდ გაიარა გულიც კი მწყდება რომ ვამთავრებთ. დღეს ტრენერთან ერთად განვიხილეთ შესრულებული დავალებები ,შევიტანეთ მცირედი კორექტირება და თითქმის დავასრულეთ.
  დღეს ვისწავლეთ როგორ უნდა მიემაგროს პრეზენტაციაზე ფაილები. ბევრი სიახლე მივიღე ამ ტრენინგიდან. ძალიან  კარგი ინიციატივაა ასეთი ტრენინგები რომ ტარდება. ეს ხელს უწყობს მასწავლებელს პროფესიულ ზრდაში.

пятница, 1 мая 2015 г.

რეფლექსია - მეშვიდე დღე.
  დღევანდელი დღეც წინა დღეების მსგავსად ნაყოფიერი აღმოჩნდა. განვიხილეთ სახლში შესრულებული დავალებები. წარმოვადგინე დაგეგმილი პროექტის ჩემს მიერ შექმნილი ბუკლეტი. თითქმის დავასრულეთ დავალებები, მცირე დეტალებიღა დაგვრჩა. მიხარია რომ თავი კარგად გავართვი ყველა დავალებას, ეს ბატონი დავითის დამსახურებაა რადგან დეტალურად და ამომწურავად გვიხსნის ყველაფერს რაც საჭიროა პროექტზე მუშაობისათვის.
   დღეს დავასრულეთ გეგმაზე მუშაობა ,შევქმენით პროექტის პორტფოლიო  და ვისწავლეთ ბლოგზე მისი გამოქვეყნება. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვფლობ კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს , ამ პროექტმა ბევრი ახალი და სასარგებლო ცოდნა და გამოცდილება შემძინა.  

среда, 29 апреля 2015 г.

  

  

   მეექვსე დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. ტრენინგი დასასრულისკენ მიდის და შესასრულებელი სამუშაოებიც მატულობს. დღეს განვიხილეთ შეფასების რუბრიკები, ვნახეთ როგორ იქმნება ბუკლეტები,ტრენერისაგან მივიღეთ ბევრი საინტერესო რჩევა და მითითება. ისე ვიყავით გართულები ახალახალი მასალების გაცნობაში ,რომ დრო როგორ გავიდა ვერც კი მივხვდით.
   ძალიან მაინტერესებს როგორი სახე ექნება ბოლოს ჩვენს მიერ შესრულებულ სამუშაოს.

пятница, 24 апреля 2015 г.

 მეხუთე დღე კიდევ უფრო საინტერესო იყო. განვიხილეთ ჩვენი ნამუშევრები,ტრენერისაგან მივიღეთ საჭირო მითითებები. ჩემთვის მნიშვნელოვანია მისი აზრი,რადგან მინდა რომ ჩემს მიერ შესრულებული სამუშაო იყოს საინტერესო და სრულყოფილი.ამიტომ მე ძალიან მეხმარება  ბატონი დავითის მითითებები.
 განვიხილეთ მომავალი დავალების საკითხები. თვალსაჩინოების სახით დავათვალიერეთ სხვადასხვა ინტერნეტრესურსები . ბევრი სიახლე გავიგეთ Google Draive-ს შესაძლებლობების შესახებ.
 რთული და შრომატევადია ეს ყველაფერი,მაგრამ იმდენად საინტერესოა, რომ ყოველ მომდევნო ტრენინგს დიდი ინტერესით ველოდები.

среда, 22 апреля 2015 г.

  ტრენინგის მეოთხე დღე დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის განხილვით. ამის შემდეგ გადავედით იმ აუცილებელი და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაზე ,რაც დაგვეხმარება შემდეგი დავალების სრულყოფილად შესრულებაში.
    შევქმენით პროექტის პორტფოლიო. ბატონმა დავითმა აგვიხსნა თუ რისთვის დაგვჭირდებოდა ეს საქაღალდე მომავალში. 
      ტრენინგი დღითიდე უფრო საინტერესო ხდება, თუმცა ვხვდები რომ წინ ბევრი სამუშაო გველოდება. ჩემთვის ძალიან საინტერესოა ეს ტრენინგი და მომდევნო დღეს დიდი ინტერესით ველოდები,რადგან ვიცი საბოლოო ჯამში მივიღებ ისეთ გამოცდილებას,რომელიც საშუალებას მომცემს  საგაკვეთილო პროცესში შევიტანო სიახლეები და უფრო საინტერესო გავხადო ის.

среда, 15 апреля 2015 г.

მესამე დღე
  მესამე დღე დავიწყეთ საშინაო დავალების მიმოხილვით. განვიხილეთ შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები.  გადავედით სასწავლო მიზნებსა და ამოცანებზე. სასწავლო პროექტის დაგეგმვაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება რამდენად სწორად გვაქვს განსაზღვრული მიზნები.  მიზნები უნდა იყოს სწავლაზე ორიენტირებული და აუცილებლად ესგ-სთან შესაბამისობაში. საშინაო დავალებასთან დაკავშირებით მივიღეთ სათანადო რჩევები ტრენერისაგან და შემდეგ გადავედით ბლოგების ტექნიკური მხარის განხილვაზე ,რაც დაგვეხმარება მომავალში ჩვენს მიერ შექმნილი ბლოგი იყოს უფრო სრულყოფილი.
  ტრენინგი უფრო და უფრო საინტერესო ხდება  და მომდევნო ტრენინგს დიდი ინტერესით ველოდები,რადგან ვიცი ბევრ სიახლეს და სასარგებლო რჩევებს მივიღებ.

понедельник, 6 апреля 2015 г.

რეფლექსია პირველი და მეორე დღე

    დავიწყეთ ინტელის ძირითადი კურსის შესწავლა. ჩემი სკოლის დირექტორის ნინო ტყემალაძისაგან  ვიცოდი რომ საინტერესო ,მაგრამ ამავდროულად შრომატევადი იყო ტრენინგი. მან გვირჩია გაგვევლო ეს ტრენინგი ,რადგან ჩვენ მივიღებთ სასარგებლო ინფორმაციას რომელიც მოგვცემს საშუალებას  საგვაკვეთილო პროცესი უფრო საინტერესოდ წარვმართოთ.
 მოლოდინმა ნამდვილად გაამართლა.დავიწყეთ კურსის შესწავლა ძალიან საინტერესოდ,მივიღეთ ბევრი ახალი ინფორმაცია.იმედი მაქვს,რომ უფრო საინტერესო გახდება თანდათან.შევძლებთ ბევრი სიახლის აღმოჩენას და ათვისებას.
  ბოლოს მინდა ავღნიშნო, რომ პირველივე დღეს ძალიან კარგი შთაბეჭდილება შემექმნა ტრენერზე ბატონ დავითზე, ვხვდები რომ მასთან ერთად მუშაობა ძალიან სასიამოვნო და ნაყოფიერი იქნება.